საბინას ბლოგი
Wednesday, December 12, 2018
ნაძვის ხე
საშობაო ნაძვის ხეს ტრადიციისამებრ შობის დღესასწაულზე ყოველ ოჯახში დგამენ. ბუნებრივ ან ხელოვნურ ნაძვის ხეს რთავენ სხვადასხვა სათამაშოებით და ტკბილეულით, ამის გარდა მიღებულია ნაძვის ხის „წვიმებით“, სანთლებით ან ფერადი ელექტრო ნათურებით გაწყობა. ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია ასევე უკავშირდება ახალი წლის დღესასწაულს. როგორც წესი, შობა-ახალ წელს მოკაზმული ნაძვის ხეები იდგმევა ქალაქის მოედნებზე და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სადაც ხალხი საზეიმოდ იკრიბება.
Tuesday, December 11, 2018
შემდეგი პოსტი სეზონების შესახებ არის
წელიწადის დროები (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი) — წელიწადის პერიოდები, რომლებიც დადგენილია ცის თაღზე მზის ხილული მოძრაობისა და ბუნებაშისეზონური ცვლილებების მიხედვით. წელიწადის დროების ცვლას განაპირობებს ის, რომ დედამიწის ბრუნვის ღერძი, რომელიც 66° 33′ კუთხითაა დახრილი დედამიწის ორბიტის სიბრტყისადმი, სივრცეში თავისი თავისადმი თითქმის მკაცრად პარალელურად გადადგილდება მზის გარშემო დედამიწის ორბიტული მოძრაობისას. ამიტომ იგი წლის განმავლობაში მზისკენ გადახრილია ხან ერთი, ხან მეორე ბოლოთი. შესაბამისად, მზეუკეთესად ათბობს დედამიწის ხან ჩრდილოეთ, ხან კი სამხრეთ ნახევარსფეროს.
იგივე მოვლენა განაპირობებს დღის ხანგრძლივობის პერიოდულ ცვლილებებს. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულია, სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარია, და პირიქით
ჩემი მესამე პოსტი ახალი წლის შესახებ არის
ახალი წელი — დღესასწაული მრავალ კულტურაში ადგილობრივად მიღებული კალენდრის მიხედვით, რომელიც დგება წლის ბოლო დღიდან მომავალი წლის პირველ დღეზე გადასვლის მომენტში. გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ახალი წელი დგება
ახალი წელი ყველაზე ხშირად ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ყოფნასთან ასოცირდება. მიუხედავად ამისა, ხშირად სხვადასხვა მიზეზის გამო, ახალი წლის შეხვედრა შეიძლება მარტოს მოგიწიოთ. თუ საქმე ასეა, იმედი არ დაკარგოთ. უამრავი გზა არსებობს მარტო გასართობად.
ახალი წელი ყველაზე ხშირად ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ყოფნასთან ასოცირდება. მიუხედავად ამისა, ხშირად სხვადასხვა მიზეზის გამო, ახალი წლის შეხვედრა შეიძლება მარტოს მოგიწიოთ. თუ საქმე ასეა, იმედი არ დაკარგოთ. უამრავი გზა არსებობს მარტო გასართობად.
ეს არის ახალი პოსტი ვარდების შესახებ
ვარდს იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში და ჰიბრიდიზაციისათვის. ზოგიერთი სახეობა (კაზანლიკური ვარდი) გამოიყენება ეთეროვანი ზეთების მისაღებად. ვარდისგან ამზადებენ აგრეთვე მურაბას. ბევრი სახეობის ცრუ ნაყოფის რბილობი შეიცავს C, ნაწილობრივ P ვიტამინს. საქართველოში ვარდი უძველესი დროიდანაა კულტივირებული. 1948 წლიდან თბილისის, ბათუმისა და სოხუმის ბოტანიკურ ბაღებში მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ვარდის ინტროდუქციასა და ჰიბრიდულ სელექციაში.
ვარდის გავრცელებული დაავადებებია: ნაცარი, ჟანგა, ნაცრისფერი სიდამპლე, ფოთლების შავი ლაქიანობა და სხვა. მავნებლებიდან ვარდს აზიანებს ბუგრი, ხერხია, ფოთლიხვევია და სხვა, რომელთაც ებრძვიან ბი-58 და ფოსფორორგანული პრეპარატებით.
ეს არის ჩემი პირველი პოსტი ბლოგზე
ეს ბლოგი განსაკუთრებულია ადამიანებისათვის, რომლებსაც უყვართ სამზარეულოში ფუსფუსუ და სხვადასხვა ტიპის ტკბილეულის მომზადება
მე შევეცდები წარმოგიდგინოთ საკუთარი გამოცდილებით შექმნილი ტკბილეული
მე შევეცდები წარმოგიდგინოთ საკუთარი გამოცდილებით შექმნილი ტკბილეული
Subscribe to:
Posts (Atom)